- ეჭვმიტანილი
- • საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწინებული დანაშაული. მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებული იქნეს ბრალდება. ამასთანავე, პირი ეჭვმიტანილად ითვლება კანონით დადგენილი საფუძვლით მისი დაკავებისთანავე, ან პირის მიმართ ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე. ანუ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს, იმავე მომენტიდან ხართ ეჭვმიტანილი და სარგებლობთ ეჭვმიტანილისათვის კანონით დადგენილი უფლებებითა და გარანტიებით.Source: შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი / (მოამზადა თეა გადრანმა). ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს / (მოამზადა არჩილ ჩოფიკაშვილმა) ; ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - [თბ.], 2005,• დანაშაულის ჩადენაში საეჭვოდ მიჩნეული პირი, რომელიც დაკავებულია კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.• თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დანაშაულის ფაქტზე აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. ეჭვმიტანილის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. დაკავებულს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება და იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
Georgian encyclopedia. 2013.